კონფიდენციალურობის პოლიტიკა

გაეცანით შპს სარეკლამო კომპანიის “ედვექსის” (შემდგომში “ჩვენი”) კონფიდენციალურობის პოლიტიკას და იხილეთ თუ რამდენადაა დაცული და რაში ვიყენებთ “ჩვენი” მომხმარებლების (შემდგომში “თქვენი”) პირად ინფორმაციას “ჩვენთან.”

ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სერვისს - მძღოლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოიუმუშაონ დამატებითი შემოსავალი უბრალოდ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე კომერციული მესიჯების განთავსებით.
კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება როგორც “ონლაინ” შეგროვებულ ინფორმაციას (მაგ. www.edvex.com (შემდგომში ვებ-გვერდზე) ზე ან სპეციალურ მობილურ აპლიკაციაში შევსებულ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ინფორმაციას) ასევე სატელეფონო, ელექტრონული მიმოწერის და პირადი ურთიერთობისას მიღებულ ინფორმაციას.

ჩვენი სერვისის გამოყენებისას ან თქვენი ინფორმაციის მოწოდებისას თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკის პირობებს.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალობის პირობებს და თუ თქვენ მას არ ეთანხმებით არ გამოიყენოთ ჩვენი სერვისი და არ მოგვაწოდოთ რაიმე სხვა ფორმით თქვენი პირადი ინფორმაცია.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ?
იმისათვის რომ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით და მძღოლები და “ედვერთაიზერები” დავაკავშიროთ ერთმანეთს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული არასაჯარო პერსონალური ინფორმაცია თქვენს შესახებ რაც გულისხმობს თქვენს სახელსა და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და მობილურის ნომერს (შემდგომში “პერსონალური ინფორმაცია”). ჩვენ შეიძლება ეს ინფორმაცია შევაგროვოთ სხვადასხვა ფორმებით, მაგალითად რეგისტრაციის ფორმის შევსებისას, “დაგვეკონტაქტე” განყოფილების გამოყენებისას ან სხვა რაიმე ფორმით ჩვენთან დაკავშირებისას. რეგისტრაციისას თქვენ ქმნით მომხარებლის პროფილს. პროფილისთვის საჭირო ინფორმაცია არის:

• სახელი, გვარი
• მისამართი
• ელექტრონული ფოსტის მისამართი
• მობილური ტელეფონის ნომერი
• პირადი ნომერი
• კუთვნილი სატრანპორტო საშუალების სერია
• საბანკო რეკვიზიტები


ასევე თქვენს პერსონალურ ან სხვა ინფორმაციას რომელსაც მოგვაწვდით ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ავტომატურად სხვადასხვა საშუალებებით ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ როდის ეწვევით ჩვენს ვებ-გვერდს ან როდის იყენებთ ჩვენს სერვისინფორმაციის გამოყენება). ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია სერვისის გაუმჯობესების მიზნით (ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებზე თქვენი პასუხების სახით)

ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას “ნავიგაციის” შესახებ, თქვენი ინფორმაცია ქალაქში გადაადგილებისას ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კომპანია ედვექსის აღმასრულებელი დირექტორის, ადამიანური რესურსების მენეჯერისა და რეკლამის დამკვეთისთვის.

კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: contact@edvex.com