ჩვენ შესახებ

“Edvex”-ი არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ქმნის საერთო სივრცეს მძღოლებისთვის და ბრენდებისთვის.
ნემისმიერ მძღოლს საშუალება აქვს საკუთარ ავტომობილზე დროებითი რეკლამის განთავსებით გამოიმუშაოს დამატებითი შემოსავალი. „Edvex“-ის მობილური აპლიკაცია მონიტორინგს გაუწევს მძღოლის გადაადგილებას და თანხას გავლილი მანძილის პროპორციულად დაურიცხავს.
რაც შეეხება ბრენდებს, მათ შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში, Live რუკაზე თვალი ადევნონ დარეკლამებული ავტომობილების გადაადგილებას, მიიღონ დეტალური ინფორმაცია გავლილ მანძილზე და გაიგონ რამდენი ე.წ. „ნახვა“ (სავარაუდოდ რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა) დააგროვა თითოეულმა ავტომობილმა.

თანამედროვე კონკურენტულ სამყაროში ბიზნესის მართვა საკმაოდ რთულია, რადგან კომპანიებს მუდმივად უწევთ სერვისის/პროდუქტის გაუმჯობესება და პოპულარიზაცია. რა თქმა უნდა, ბრენდის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის რეკლამა. მაგრამ რომელი სარეკლამო საშუალება ავირჩიოთ, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ და კომპანიის ბიუჯეტი ეფექტურად გამოვიყენოთ?
ბოლო წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში და კერძოდ საქართველოში გარე რეკლამის კულტურა საგრძნობლად განვითარდა და თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად, მძღოლი გადატვირთული ქალაქის მასშტაბით უამრავ კილომეტრს ფარავს ყოველდღიურად, ადამიანი კი, დღეში საშუალოდ 2-3 საათს ატარებს გარეთ. ქალაქის ქუჩები აჭრელებულია სხვადასხვა კომერციული მესიჯით, უზარმაზარი ბილბორდებით. მაგრამ რამდენად ეფექტურია? როგორ გავზომოთ რეკლამის ეფექტურობა და „მნახველების“ რაოდენობა? შეიძლება იფიქროთ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ არა. საქართველოში უკვე შესაძლებელია სავარაუდო „ნახვების“ გაზომვა და მონიტორინგი! ამაში თქვენ ედვექსი დაგეხმარებათ.

ედვექსი - ქართული კომპანიაა, რომელიც ბრენდებს სთავაზობს ინოვაციური გზით გაიტანონ თავიანთი რეკლამა ქალაქის ქუჩებში ზედმეტი თანხის გადახდის გარეშე. როგორ? მარტივად! შექმენით კამპანია, განათავსე რეკლამა სასურველი რაოდენობის ავტომობილზე და თვალი ადევნეთ რეალურ დროში რამდენი კილომეტრი გაიარეს თქვენი რეკლამით დასტიკერებულმა ავტომობილებმა და დაახლოებით რამდენმა ადამიანმა ნახა ის. მძღოლები უკვე მზად არიან ატარონ თქვენი რეკლამა ქალაქის ქუჩებში. ედვექსი საშუალებას აძლევს კომპანიებს ხმა მიაწვდინონ ფართო აუდიტორიას.

რატომ არის რეკლამა ავტომობილებზე კარგი ინვესტიცია კომპანიებისთვის?

1) ბევრად უფრო ფართო აუდიტორია
სავარაუდოდ 20 000-დან 40 000-მდე ნახვას დღეში
2) მოძრავი რეკლამა
თქვენი რეკლამით შეფუთული ავტომობილები კამპანიის განმავლობაში იმოძრავებენ მთელი ქალაქის მასშტაბით.
3) არ იხდით ზედმეტს
რეკლამის საფასური იანგარიშება შეფუთული ავტომობილების მიერ დაფარული მანძილის მიხედვით. კილომეტრზე - 20 თეთრი.
4) ინოვაციურობა
რეკლამა ავტომობილებზე არის ცალსახად ინოვაციური. შეჩვეულ ბილბორდებსა და სხვა გარე რეკლამებისგან განსახვავებით კომერციული მესიჯის ორიგინალური დიზაინი იქნება შესაბამის ავტომობილებზე მორგებული, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მიიქცევენ პოტენციური მომხმარებლების ყურადღებას.
5) რეკლამის მონიტორინგი
კამპანიის ფარგლებში მოძრავი ავტომობილების გადაადგილებას, გავლილი კილომეტრების რაოდენობასა და დაგროვებული სავარაუდო ნახვების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს მიიღებთ ყოველდღიურად ჩვენი საიტის სამართავ პანელში. ავტომობილის გამოყენება ბილბორდად უკვე საკმაოდ პოპულარული და ეფექტურია საზღვარგარეთ. საქართველოსთვის კი, ეს ახალი სიტყვაა გარე რეკლამის სფეროში.